საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2575
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერი“ ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2575
2017 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ (შემდგომში − აკადემია) „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (შემდგომში − სკოლა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტ „RUSI“-სგან აკადემიისთვის 2018 წლის განმავლობაში თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის − „ომის ტრანსფორმაცია − ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების“ მოდულის სასწავლო პროგრამის მომზადებისა და წარმართვის, ხოლო სკოლისთვის ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მოდულზე მათი წარმომადგენლების დასწრებისა და სწავლების უზრუნველყოფისა და 2018 წლის განმავლობაში სკოლის წარმომადგენელთათვის ორი სწავლების/სემინარის გამართვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი