„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16-პ
სარეგისტრაციო კოდი
010320000.31.060.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

დადგენილება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 86-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების ავტორობითა და ინიციატორობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2015 წლის 6 მარტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურა (კონსტიტუციური კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

2. კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ გადაეცეს უმაღლესი საბჭოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიებს, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, აფხაზეთის მთავრობას, აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.

3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა უმაღლესი საბჭოს კომისიებში, აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტში, შესაბამისი დასკვნების მომზადება და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის გადაცემა განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში.

4. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის კონსტიტუციურ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის კონსტიტუციური კანონის პროექტი გატანილ იქნეს საერთო სახალხო განხილვისათვის.

5. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღია 2015 წლის 30 აპრილი.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                  ელგუჯა გვაზავა

09.03.2015წ.

N16-პ