საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2688
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2000
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2688
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს
შრომის
,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
სახელმწიფო
კონტროლს
დაქვემდებარებული
სსიპ
–
სოციალური მომსახურების სააგენტოსა
თვის
„
საქართველოს
2017
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
2
2
-
ე
მუხლით
გათვალისწინებულ
შეზღუდვებზე
გამონაკლისის
დაშვების
თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:
ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 01 04) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 123 ერთეულით;
ბ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ (პროგრამული კოდი: 35 02 02) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 484 ერთეულით;
გ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 01) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 315 ერთეულით, მათ შორის, 15 ერთეული – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში;
დ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „C ჰეპატიტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 02 12 01) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 30 ერთეულით;
ე) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „რეფერალური მომსახურების“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 09) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 20 ერთეულით;
ვ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 11) ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 4 ერთეულით;
ზ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 35 05 02) ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 36 ერთეულით;
თ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურება განსაზღვროს არა უმეტეს 1 250 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომუშავეებიდან „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში 15 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულის საშუალო შრომის ანაზღაურება განსაზღვროს არა უმეტეს 5 500 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის №428 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი