ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2696
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სმართ ლოჯიქის მიერ ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი