საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2593 |
|
2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავებული პირების სამედიცინო მომსახურებისა და საჭირო მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებისთვის კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და პრეკურსორების სტანდარტული ნიმუშების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სახარჯი მასალის, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი