ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1552
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი,
უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, მიეცეთ უფლება ამ განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების (შესაბამისი აღჭურვილობითა და თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების ფარგლებში, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული რაოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) კასპის, ქალაქ გორის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს;
ბ) ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს;
გ) ქალაქ ზუგდიდის, აბაშის, ჩხოროწყუს, ქალაქ ფოთის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს;
დ) ქალაქ თელავის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს;
ე) ქალაქ რუსთავის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს;
ვ) ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს;
ზ) ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ქალაქ ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს;
თ) ყაზბეგის, ქალაქ მცხეთის, მცხეთის, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს;
ი) ქალაქ ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.
2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს:
ა) ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება, მონტაჟი და შემდგომი მოვლა-პატრონობა განახორციელონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, სამმხრივი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე;
ბ) ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დასაწყობება განახორციელონ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 24.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1552. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024268.
- სად არის „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1552, 24.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024268 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3776895/