საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2593
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 178 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 27.12.2017 ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 07.07.2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოპერატორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 11.02.2016 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 22.11.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 19.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2593 2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავებული პირების სამედიცინო მომსახურებისა და საჭირო მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებისთვის კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და პრეკურსორების სტანდარტული ნიმუშების სახელმწიფო შესყიდვა; გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სახარჯი მასალის, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა. პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი