შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2597
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 360 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 89% 18.05.2021 სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 28.12.2017 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.08.2021 საქართველოს ტყის კოდექსი საქართველოს კანონი 86% 22.05.2020 შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 03.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2597 2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის, 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2​3 პუნქტისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 27​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად: 1. „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგურის  გვირაბის პორტალამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუ-წალენჯიხის სატყეო უბნის მუხურის სატყეოს ყოფილ  საკოლმეურნეო ტყეში მდებარე 16251 კვ.მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.15.35.041; №46.15.35.042; №46.15.35.043; №46.15.35.044;  №46.15.35.045) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-ტყის ჭრის უფლებით) გადაეცეს შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ (ს/ნ: 205256177) ერთ წლამდე ვადით. 2.  შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსსა და მეტი დაქანების ფერდობებზე; ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების  შემდეგი სახეობები: ბ.ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) − 11 იდივიდი; ბ.ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) − 3 იდივიდი.  3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით;   გ) მაღალი ქანობის (>300) ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებისას გაითვალისწინოს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობა. 4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი                                                                      გიორგი კვირიკაშვილი