სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2602
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბარაკონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2602
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საბაზრო ფასად − 43 295 (ორმოცდასამი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მტკვარი ჰესს“ (ს/ნ: 205271043).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „მტკვრის“ აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი