გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2711
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 244 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 23.02.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 25.12.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 82% 01.02.2017 ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 13.06.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ №№ 81% 23.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2711 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ 1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 2 061 000 (ორი მილიონ სამოცდაერთი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ გადასაცემად, იმ ოჯახებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით; ბ) მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 61 000 (სამოცდაერთი ათასი) ლარი იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ ოჯახზე 200 (ორასი) ლარის გასაცემად, კერძოდ: ბ.ა) ონის მუნიციპალიტეტს – 27 600 (ოცდაშვიდი ათას ექვსასი) ლარი; ბ.ბ) გორის მუნიციპალიტეტს – 24 800 (ოცდაოთხი ათას რვაასი) ლარი; ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტს – 8 600 (რვა ათას ექვსასი) ლარი. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყოს დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტების სიების დაზუსტება და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ მიწოდება. 3. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი დაზუსტებული სიების საფუძველზე, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.  4.  დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტების სიების დაზუსტების შემდგომ დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი