სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. სამტრედია |
|
2. პროგრამის დაწყების და დამთავრების თარიღი: 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
3. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 200 000 (ორასი ათასი) ლარი. - მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობის/შესყიდვის ბიუჯეტი განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი) ლარით.
4. პროგრამის დაფინანსების წყარო: სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი.
ა) ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მუდმივად მცოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, მათი საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია და ექვემდებარება დემონტაჟს.
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ უსახლკარო სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს.
2. მოქალაქეს, რომელმაც უნდა ისარგებლოს პროგრამით, არ უნდა გააჩნდეს სხვა საცხოვრებელი ფართი, ან საცხოვრებელს უნდა ქონდეს მინიჭებული ავარიული შენობა-ნაგებობების სტატუსი და იყოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი.
3. პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე (ოჯახი) დახმარებას მიიღებს ერთჯერადად.
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საკრებულოს წევრის წერილობითი რეკომენდაცია;
გ) საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მერის წარმომადგენელის მიერ გაცემული ცნობა უძრავი ქონების (დაზიანებული საცხოვრებელი სახლი) ფლობის შესახებ;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ;
ე) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, საცხოვრებლად უვარგისი სახლის დემონტაჟის შესახებ და სოციალურად დაუცველი მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ პუნქტებში მითითებულ განცხადებას შეისწავლის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ამოწმებს მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას, მოქალაქის ოჯახის სოციალურ პირობებს და ადგენს შესაბამის დასკვნას მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კომისიის დასკვნა, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს მოქალაქისათვის დახმარების გაცემის შესახებ ან მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა/შესყიდვა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს 30 000 - 45 000 ლარის ფარგლებში.
5. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანების შესრულებას უზრუნელყოფს მერიის შესაბამისი სამსახურები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.