წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2714
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2714

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) 2017 წლისათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ სხვა შემოსავლისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან დაიგეგმა 597,0 ათასი ლარი, 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ფაქტობრივმა შემოსავალმა შეადგინა 386,6 ათასი ლარი, დანაკლისი შეადგენს 210,4 ათას ლარს;

ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 განკარგულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად  საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი უპროცენტო სესხის აღების თაობაზე, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს უფლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სესხი აიღოს საქართველოს მთავრობისაგან.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 150 000  (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 მარტი.

4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი