საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1342
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №13 42

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) „ვარდნილჰეს 1“-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებოდა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის მიერ 2010-2011 წლებში გამოყოფილი 24 000 000 (ოცდაოთხი მილიონი) ევროს ფარგლებში;

ბ) „ვარდნილჰეს 1“-ის კაშხალსა და წყალსატარ კონსტრუქციებზე ტექნიკური უსაფრთხოების შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად დამატებით საჭიროა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ევრომდე, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან;

გ) მიმდინარე წლის 16-17 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა „ვარდნილჰეს 1“-ის კაშხლის სიღრმული წყალსაშვი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული დონორი ორგანიზაციიდან დაფინანსების მიღებამდე, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, შპს „ენგურ­ჰესისათვის“ სესხის გაცემის მიზნით, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2016 წლის პირველი დეკემბრისა.

3. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი