საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2718
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის შესახებ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2718
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1620-რს, 14/12/2017 წ.) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტების, მე-5 მუხლის, 71 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა.გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ა.ზ“, „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტების, მე-10 და მე-12 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 9 443 670 (ცხრა მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარი, მათ შორის:
ა) 6 419 030 (ექვსი მილიონ ოთხას ცხრამეტი ათას ოცდაათი) ლარი − სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და პარაოლიმპიურ სპორტში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების წევრების წახალისების მიზნით (დანართ №1-ის თანახმად);
ბ) 909 500 (ცხრაას ცხრა ათას ხუთასი) ლარი − სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა და მწვრთნელთა წახალისების მიზნით (დანართ №2-ის თანახმად);
გ) 166 600 (ას სამოცდაექვსი ათას ექვსასი) ლარი − 2017 წლის ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული შედეგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა და მწვრთნელთა წახალისების მიზნით (დანართ №3-ის თანახმად);
დ) 844 900 (რვაას ორმოცდაოთხი ათას ცხრაასი) ლარი − სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით (დანართ №4-ის თანახმად);
ე) 17 850 (ჩვიდმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი − რამაზ ზოიძის (ახალგაზრდებს შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მინიჭებასთან დაკავშირებით), მისი პირადი მწვრთნელის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელისა და ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფის წევრების წახალისების (ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობისთვის დაწესებული ფულადი პრიზების სრულ ოდენობამდე შესავსებად) მიზნით (დანართ №5-ის თანახმად);
ვ) 1 085 790 (ერთი მილიონ ოთხმოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი − ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით (დანართ №6-ის თანახმად).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
ა) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის, სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების წევრებისა და სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდებისთვის (წევრებისთვის, მწვრთნელთათვის, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის) განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ა(ა)იპ − საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი