მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №436 |
|
2016 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი |
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს ენიშნებათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების გაცემა, შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებათა ფარგლებიდან;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ყოველწლიურად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების შეუფერხებლად გაცემისთვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ საბიუჯეტო ასიგნებებში სათანადო ფინანსური რესურსის ასახვის მიზნით.
ა) არანაკლებ ბოლო 3 წლის მანძილზე, შესაბამის სპორტის სახეობაში (ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში), მის მიერ აღზრდილი არანაკლებ ერთი სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან/და არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი რეგიონულ/ადგილობრივ შეჯიბრებებში;
ბ) ფლობს სამწვრთნელო საქმიანობის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომს) ან/და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის/საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემულ სამწვრთნელო საქმიანობის ლიცენზიას.
ა) გარდაცვალების შემთხვევაში;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) მაღალმთიან დასახლებებში ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამწვრთნელო საქმიანობის შეწყვეტის ან/და ამავე დადგენილების მე-4 მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში;
დ) სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, პირის მიერ ამ პროგრამის შესაბამისად სამწვრთნელო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე).
ბ) მე-7 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი გარემოებების დადგენის/გადამოწმების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველთვიურად სათანადო დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №436. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.10.003.019501.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №436, 12.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019501 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3394412/