ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №254 |
|
2020 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;
გ) სუბსიდირების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) სუბსიდია – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;
ე) მიმწოდებელი კომპანია – საქართველოს არარეზიდენტი კომპანია, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი წარმოადგენს ხორბლის შესყიდვის შესახებ ინვოისს ან/და ხელშეკრულებას ან/და კომპანია (საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი), რომელიც მოახდენს საქართველოში საბაჟო საწყობში დასაწყობებული ან დროებით შენახული ხორბლის (რომელიც არ არის გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში) რეალიზაციას (იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის/დროებითი შენახვის დეკლარაციის თარიღი წინ არ უსწრებს ამ დადგენილების ამოქმედების თარიღს) და რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი წარმოადგენს ხორბლის შესყიდვის შესახებ ინვოისს ან/და ხელშეკრულებას;
ვ) იმპორტი – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;
გ) პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;
დ) პოტენციური ბენეფიციარები დააფიქსირებენ ყოველ ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობას და ხორბლის იმ მოცულობას, რომლის იმპორტსაც ისინი განახორციელებენ პროგრამის ფარგლებში;
ე) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ ტონა ხორბალზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შემოთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში საიმპორტო რაოდენობას, ხელშეკრულება გაუფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციარს და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით დადგენილი ხორბლის რაოდენობა. ამასთან, ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის თანხა უნდა დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში და შესაბამისი კურსით ლარში განაცხადის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით;
ვ) სუბსიდია გაიცემა ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ მიმწოდებელ კომპანიასთან საბანკო გადარიცხვ(ებ)ით განხორციელებული ანგარიშსწორების დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის იმპორტის შემდგომ, საქართველოს არარეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციით და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო საქართველოს რეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდება, რომ ბენეფიციარის მიერ, ხორბლის მიმწოდებელი კომპანიისთვის გადახდილია იმაზე ნაკლები ფასი, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო სააგენტოში განაცხადთან ერთად წარმოდგენილ ინვოისში/ხელშეკრულებაში, სუბსიდიის თანხა შემცირდება შესაბამისი ოდენობით;
თ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირება.
2. სუბსიდირება განხორციელდება ამ დადგენილების ამოქმედების თარიღიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.
3. სუბსიდირება არ განხორციელდება „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილების ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე.
ა) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომელზეც გაიცემა სუბსიდია;
დ) ცნობა ან/და შედარების აქტი სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;
ე) ცნობა სამსახურიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ ცნობის გაცემის თვის წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული ან/და იმპორტირებული ხორბლის მოცულობის შესახებ;
ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.
2. დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.
2. პროგრამის ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღების ვადებსა და სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.