ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 38-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის-მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრცხვა ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2018 წლის 11 აპრილი ქ. თერჯოლა |
|
სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი
2. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 2) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი 1 - საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ბ) ნაწილი 1 - საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს, იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითარს, ორივე ადგილზე ბეჭედი დაისმება სამსახურის საჯარო მოხელის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
5. საჯარიმო ქვითარი ივსება, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმა), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. დამრღვევი ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცლებლობის შემთხვევაში. საჯარიმო ქვითრის მესამე პირი, სააღსრულებო ფურცელთან ერთად (დანართი 3) ეგზავნება სასამართლო აღმასრულებელს.
6. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის:
ა) პირველ ნაწილს, გარდა მე-8 პუნქტისა ავსებს საჯარო მოხელე.
ბ) პირველი ნაწილის:
ბ. ა)პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი,თვე,წელი);
ბ.ბ)მეორე პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი;
ბ.გ) მესამე პუნქტში შეიტანება შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
ბ.დ) მეოთხე პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები. ფიზიკური პირის შემთხვევაში მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვ.); იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მეხუთე პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო,არსი;
ბ.ვ) მეექვსე პუნქტში შეიტანება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც დარღვეულ იქნა კონკრეტული პირის მიერ, ასევე ამ დარღვევაზე შეფარდებული შესაბამისი სახდელის ჯარიმის ოდენობა;
ბ.ზ) მეშვიდე პუნქტში შეიტანება მოწმის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვ.);
ბ.თ) მერვე პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;
8. საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის-ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარიმო მოხელე მოხსენებითი ბარათის, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ მოხელეს ან მოხელეებს.
9. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თან დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით (დანართი 4) ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
11. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
12. მე-2 ნაწილი-საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
13. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე - 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ.
3. საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ) ხაზის მაგივრად გამოიყენება მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური;
გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.
4. საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების „აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი), (დანართი5, დანართი 6)
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
6. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.
7. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით, აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამსახურის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
11. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურში, რომელიც შემდგომში გადაეცემა არქივს.
12. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.
13. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უარგისი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 7) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის, შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 279-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების 10 - დღიანი ვადის შესახებ.
დამკვეთი : დამამზადებელი : სფს-ს რეგისტრაციის №. |
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
სააღსრულებო ფურცელი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
ზედამხედველობის სამსახური
-------------------------------------------------------------------------------------------------
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
------------------------------------------------------------------------------------------------
(საქმე, რომლის გამოც გაცემულია)
------------------------------------------------------------------------------------------------
(დადგენილების გამოტანის თარიღი)
------------------------------------------------------------------------------------------------
(დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი)
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი
სამსახურის უფროსი ------------------------------------------
ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაცული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო
(ფორმა)
ა). გვარი, სახელი, მამის სახელი ----------------------------------------------------------
ბ). პირადობის დამადასტ. დოკ. სერია № ან პირადი № ----------------------------------------------
გ) მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------
დ) დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
ე) სამუშაო ადგილი ----------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი -------------------------------------------------------------------------------
ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი ---------------------------------------------
თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
2.ახსნა-განმარტების ან/შენიშვნის შინაარსი ----------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერა ------------------------------------------------------- თარიღი ------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრების – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების
ჩამოწერის ფორმა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
ზედამხედველობის სამსახური
აქტი № -----
თერჯოლა ------ ---------------------- 20 ------- წელი
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს
სამსახურის უფროსი -------------------------------------
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი -----------------------------------
საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------------
|