ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2018 წლის 10 აპრილი ქ. ზუგდიდი |
ა) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების), სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების) გადახდის წესის დაოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №29 დადგენილება;
ბ) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების), სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების) გადახდის წესის დაოდენობის განსაზღვრის შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №31 დადგენილება.
|
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
2.მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური.
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:ა) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების), სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების) გადახდის წესის დაოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №29 დადგენილება;
ბ) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების), სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების) გადახდის წესის დაოდენობის განსაზღვრის შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №31 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია
დანართი