📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა\ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 1,172 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა\ქვეპროგრამა
წლიური მათ შორის, კვარტლების მიხედვით
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.12.2017 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების, გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.08.2016 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 11 აპრილი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის  54-ე მუხლის  1-ლი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა  და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თანდართული წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში,  დანართი   №2-ის შესაბამისად მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ნიმუში დანართი N3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ  დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი №1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის  გადანაწილების წესი . მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ბიუჯეტით  გამოყოფილი  ასიგნებების  გადანაწილების  ძირითადი  პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებული წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 4. ასიგნების გადანაწილება და ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში საფინანსო საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია: ა) მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის  დასახელების  შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; ბ) მოამზადოს მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გათვალიწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში.  განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე ბიუჯეტის სარეზერვო, წინა წლების დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი. 6.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის გადანაწილებას ახორციელებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური. მუხლი 3🔗. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1.საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი  დაწესებულების მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილების და მასზე ვალდებულებების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი  დაწესებულების მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და მერის სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 5. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებას, ამ მუხლის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის  ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული წესის შესაბამისად. 7.  ასიგნებების გადანაწილებაზე  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობას (დანართი 3) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით, ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების  ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი უფლების მქონე პირები. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9.ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 10. განხორციელებული ცვლილებები საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით. დანართი №2      საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ​2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა(არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. . მუხლი 1🔗 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების (შემდგომ – ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კალსიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2.  ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვასა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმხორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. 4. ა(ა)იპ-ი  მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილებების შეტანის შესახებ, წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით. 5. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ​2.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1.  ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2.   განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. დანართი №3 . ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური   გეგმის ცვლილების ცნობა № 20__ წლის „__“ _____________________ (მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამის,  პროგრამული კოდი, ცვლილების საფუძველი – სამართლებრივი აქტი) ______________________________________________________________________________________ -------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების შინაარსი) (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა\ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა+/- (გადიდებული/შემცირებული) წლიური მათ შორის, კვარტლების მიხედვით I II III IV ჯამი დაფარვის ან მიმართვის  წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან. 2.  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან. 4. დანარჩენი ცვლილებები. სასაფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი შემსრულებელი . .