ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №175
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.020490
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 206 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022 – 2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 26.10.2022 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 21.07.2016 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 26.10.2022 „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 21.07.2016 ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 22.01.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №175 2018 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოს სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა). მუხლი 2🔗 1. სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით: ა) დაევალოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია), სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა; ბ) სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ეთხოვოთ საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სამოქმედო გეგმაში ჩართულ სხვა უწყებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება. 2. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშები წარუდგინონ უწყებათაშორის კომისიას ექვს თვეში ერთხელ. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი