„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №107 |
|
2018 წლის 13 აპრილი ქ. ვანი |
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.03.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს. მუხლი 2. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს და შეადგენს თვეში 447 ლარს. მუხლი 3. საკრებულოს წევრის ხარჯების გამოანგარიშების წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობისაგან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ. 2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.). 3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ. 5. საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომების ზედიზედ სამი გაცდენის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა ბოლო სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ. 6. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც შეიძლება ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.). მუხლი 4. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი, განცხადება, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია), საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ცხრილს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. 2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს. 3. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე- 4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარისწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. დანართი №2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი საანგარიშო პერიოდი: __________ ________ (თვე) (წელი)
საკრებულოს აპარატის უფროსი: ________________ _________ / _______ __________________ / (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“ -------- წელი “. |
|