ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №82 |
|
2018 წლის 6 მარტი ქ. ვანი |
|
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა (შემდგომში – საკრებულოს წევრი), შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები:
ა) საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების რიგითი სხდომების მუშაობაში მონაწილეობისათვის;
ბ) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისათვის;
გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებისათვის (მათ შორის: საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების რიგგარეშე სხდომების, ასევე საკრებულოს ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის).
3. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს და შეადგენს თვეში 447 ლარს. მათ შორის:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 250 ლარი;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 100 ლარი;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 97 ლარი;
2. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების რიგით სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ.
3. საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის რიგითი სხდომების ზედიზედ სამი გაცდენის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა ბოლო სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ.
4. საკრებულოს წევრს არასაპატიო მიზეზით საკრებულოს რიგითი სხდომის გაცდენისათვის არ მიეცემა ხარჯი 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასაპატიო მიზეზით საკრებულოს კომისიის რიგითი სხდომის გაცდენისათვის – 50 ლარის ოდენობით.
5. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მინიმუმ სამი ამომრჩეველი.
6. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან ჩატარებული თითოეული შეხვედრისათვის მიეცემა ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 100 ლარისა.
7. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების რიგგარეშე სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
8. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს თვეში 97 ლარისა.
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობების მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს.
3. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარისწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
საანგარიშო პერიოდი: __________ ________
(თვე) (წელი)
საკრებულოს აპარატის უფროსი: _________________________ / _______ ______________________ / (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“ -------- წელი. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11.05.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016166).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1