📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2018
ძალის დაკარგვა 16.08.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,734 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
16.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2018 წლის 13 აპრილი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის  ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და  სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმები დანართი №1-ის და  დანართი №2-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მარტის №10 დადგენილება (matsne.gov.ge, 010250000.35.153.016323, 05/04/2016) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აგვისტოს  №35 დადგენილება (matsne.gov.ge, 010250000.35.175.016087, 25/08/2015). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის  ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ოქმი №   ------- –––      ––––     –––––––––––                                                                                   ქ. მცხეთა რიცხვი,     თვე,     წელი წინამდებარე ოქმი  გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​აუქციონში ​გამარჯვებულ​ის (​მყიდველის​) ​ფიზიკური ​პირის ​სახელი​, ​გვარი​/​იურიდიული ​პირის ორგანიზაციულ​- ​სამართლებრივი ​ფორმა​, ​სახელწოდება, პირადი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი ​და ​წარმომადგენლის​/მინდობილი პირის ​სახელი​, ​გვარი და ​უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------​ქონების ​დასახელება​, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების სარგებლობის საწყისი საფასური  (ქირის ოდენობა) ----------------------   (-----------------------------) ლარი,  ​(​ციფრებით​)              ​  (​სიტყვიერად) შემდგომში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge მოწყობილ  აუქციონზე ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: აუქციონის დაწყების თარიღი: --------------------------------------   აუქციონის დამთავრების თარიღი:  -------------------------------------------  აუქციონის № _____________________________ აუქციონის ლოტის № ______________________________________________ ბიჯის ოდენობა ___________________________________________________ საგარანტიო თანხის ოდენობა_______________________________________) მის მიერ  შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის:     ------------------------------            (----------------------------------------------------) ლარის ​ (ციფრებით​)                                                     ​ (​სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ​(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ​სარგებლობის სხვა ფორმებით) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ​ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელ ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ​ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე) ​(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემდგომში ქონება. - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონულ აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, _________  კალენდარული დღის ვადაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.   - აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ქონების ქირის საფასური გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  სახაზინო კოდი --------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ - წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. - ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. - ოქმს, რომელიც რჩება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია – გამარჯვებულის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი --------------------------------------------------         ------------------------------                               ​(​სახელი​, ​გვარი​)                                                 (​ხელმოწერა)       აუქციონში გამარჯვებული -----------------------------------------------           -----------------------------                                 ​(​სახელი​, ​გვარი​)                                            ​ (​ხელმოწერა)                      ბ.ა დანართი №2 მცხეთის მუნიციპალიტეტი  ქონების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი/უპირობო) საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის       ხელშეკრულება № ______ -------    ––––     –––––––––––                                                                                 ქ. მცხეთა ​რიცხვი,     ​თვე ,      წელი                                                                                                  ხელშეკრულების მხარეები: წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთის მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის - ----------------------------------  (შემდგომში – „მესაკუთრე“), და მეორე მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ______________________ (პ/ნ________________), (შემდგომში - ,,მოსარგებლე”) წარმოდგენილი ______________________ (პ/ნ________________) სახით, მოქმედი__________________________________________________________________________ ​უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________  №_______ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი 1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულების ფარგლებში „მესაკუთრე“,  „მოსარგებლეს“, რომელიც არის მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 20__ წლის _______________- დან 20__ წლის _____________-მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 20___ წლის ___ _________  №_____ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცემს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​(​ქონების ​დასახელება​, ​მონაცემები ​შესაბამისი ​რეესტრიდან​/მარეგისტრირებელი ორგანოდან, ​მათ ​შორის ​ინფორმაცია ​ქონების ​დატვირთვის ​ან​/​და ​ვალდებულებების ​თაობაზე​, ______________________________________________________________________________________________ ​საკადასტრო​/​საიდენტიფიკაციო ​კოდი​, ​სარეგისტრაციო ​ნომერი​, ​უძრავი ​ქონების ​ფართობი​,  ​ქონების ​სხვა ​აღწერილობა​) _____________________________________________________________________________________  ფორმით ​(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით) 2. „მესაკუთრე“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც სარგებლობის უფლებით მიმღები არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს. 3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ მესაკუთრე გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები სარგებლობის უფლებით მიმღები „ხელშეკრულების საგნის“ გამო. მუხლი 2🔗. ქირის საფასური და ანგარიშსწორების წესი 1. ყოველწლიური ქირა შეადგენს  ---------  (----------------------------) ლარი. თვეში ------- (-----------------------) ლარი. 2. „აუქციონში გამარჯვებული“ ვალდებულია: ქონების ქირის საფასური ----------- (-------------------------------------) ლარი გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახაზინო კოდი: ------------------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 4. სარგებლობის ფორმებით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღები. მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ვადა 1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულებით ---------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------    ფორმით  ​(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, აუქციონში გამარჯვებულს სარგებლობის უფლებით გადაეცემა ------------ წლის, --------------- თვით. 2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. „ მესაკუთრეს “ უფლება  აქვს: ა) მოითხოვოს სარგებლობის უფლებით მიმღებისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, უხეშად დარღვევის ან/და ხელშეკრულების საგნის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; გ) სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „ხელშეკრულების საგნის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა; დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მოითხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; ე) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. „მესაკუთრე“ ვალდებულია: ა) სარგებლობის უფლებით მიმღებს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ სარგებლობის უფლებით მიმღებს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ; ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდა ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა სარგებლობის უფლებით მიმღებისათვის ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება. 3. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს: ა) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „მესაკუთრის“ თანხმობით; ბ) მოსთხოვოს მესაკუთრეს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ხელშეკრულების საგნის გადაცემა. 4. სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია: ა) გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქირის ოდენობა დადგენილი წესით; ბ) გამოიყენოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება მისი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა ქონების დაცვისა და ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის; გ) არ გაასხვისოს, არ დატვირთოს იპოეთეკით, არ გადასცეს მემკვიდრეობით სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება; დ) ხელშეკრულების საგანი ან მისი ნაწილი მესამე პირს გადასცეს სარგებლობის უფლებით, მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხმებით; ე) არ შეცვალოს გადაცემული ქონების სარგებლობის მიზანი „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე; ვ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს „მესაკუთრეს“, თუ ქონება დაზიანდა, განადგურდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები; ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა. კეთილსინდისიერად ისარგებლოს აღნიშნული ქონებით; თ) შეასრულოს პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში შემდეგი პირობები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მუხლი 5🔗.  პასუხისმგებლობა 1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. 4. მხარე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელებს ფორსმაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალა), ვალდებულია მათი დადგომიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობის მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ და დაადასტუროს მათი არსებობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების შესახებ გამოცხადებული იქნება სახლემწიფო ორგანოების მიერ საჯაროდ, საინფორმაციო და მასობრივ საშუალებებში. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - საერთო სასამართლოს მეშვეობით. 3. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის  მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. მუხლი 7🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე                                              _________________________________                                                                                                                                         ​   (ხელმოწერა)  მოსარგებლე  __________________________          _________________________________________                                ​(სახელი და გვარი)                                                                                          ​ (ხელმოწერა) ბ.ა.