მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.153.016717
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის  ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №48 დადგენილება (matsne.gov.ge. 010250000.35.153.016442. 17.04.2018 წ.).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის  ელექტრონულ აუქციონში

(პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №   -------

 


–––      ––––     –––––––––––                                                                                  ქ. მცხეთა

რიცხვი,     თვე,     წელი

 

წინამდებარე ოქმი  გაიცა:

აუქციონში ​გამარჯვებულ​ი

ფიზიკური ​პირის ​სახელი​, ​გვარი, პირადი ​ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

​იურიდიული ​პირის ორგანიზაციულ​-სამართლებრივი ​ფორმა​, ​სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმომადგენლის​/მინდობილი პირის ​სახელი​, ​გვარი, პირადი ნომერი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იურიდიული მისამართი -------------------------------------------------------------------------------

ელექტრონული ფოსტის მისამართი ------------------------------------------------------------------

ტელეფონის ნომერი--------------------------------------------------------------------------------------

 

მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი და სხვა მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან

 

ქონების სარგებლობის საწყისი საფასური  (ქირის ოდენობა)

----------------------   (-----------------------------)  ლარი,

                                                                       (ციფრებით)             (სიტყვიერად)

შემდგომში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე –  www.eauction.ge მოწყობილ  აუქციონზე

 

 

ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

აუქციონის დაწყების თარიღი: --------------------------------------  

აუქციონის დამთავრების თარიღი:  ------------------------------------------- 

აუქციონის № _____________________________

აუქციონის ლოტის № ______________________________________________

ბიჯის ოდენობა   ___________________________________________________

საგარანტიო თანხის ოდენობა   _______________________________________

მის მიერ  შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის:

    

------------------------------   (----------------------------------------------------) ლარის

       (ციფრებით)                                 (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელ ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)

შემდგომში – „ქონება”.

 

- მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონულ აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, _________ კალენდარული დღის ვადაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ქონების ქირის საფასური გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვის ჩათვლით;
  • ყოველი მესამე თვის 25 რიცხვის ჩათვლით;
  • ყოველი მეექვსე თვის 25 რიცხვის ჩათვლით;
  • ყოველი კალენდარული წლის ბოლოს - დეკემბრის თვის 25 რიცხვის ჩათვლით;
  •  

    (აღინიშნოს შესაბამისი გრაფა)

     

    შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

    სახაზინო კოდი -------------------------------------------------------------------------------------------------------

    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    - წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    - ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

     

    -  ოქმს, რომელიც რჩება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, თან ერთვის:

    ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია – გამარჯვებულის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

    ბ) იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული აუქციონში მონაწილეობდა    წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

     

    აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

     

    მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

    ან მის მიერ უფლებამოსილი პირი

     

     

    --------------------------------------------------         ------------------------------               

       (სახელი, გვარი)                                                                   (ხელმოწერა)      

     

     

     

     

    აუქციონში გამარჯვებული

    -----------------------------------------------                                              -----------------------------                 

    ​    (სახელი, გვარი)                                                                                                       (ხელმოწერა)      

                  

     ბ.ა