„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.020491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2018 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია (შემდგომში − კომისია) შექმნილია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) საფუძველზე.“.

2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც აქვთ კანონში.“.

3. მე-4, მე-5  და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

კომისია:

ა) განიხილავს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებსა და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის, სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის შესახებაც შუამდგომლობს ქონების მმართველის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  შუამდგომლობს უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე, კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით;

ბ) ადგენს სასტუმრო(ები)ს მშენებლობის დამთავრებისა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვადებს, აგრეთვე, იღებს გადაწყვეტილებას ამ ვადების გაგრძელების შესახებ და მიმართავს ქონების მმართველს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული წინადადებებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს;

გ) კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს მას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამავე კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ.

მუხლი 5. ქონების მმართველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  ახორციელებს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული სასტუმრო(ები)ს მშენებლობის მიმდინარეობის მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიწვიოს ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს კომისიას.

მუხლი 6. ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი უფლებამოსილია,  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გატარების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი