„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 |
|
2025 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს იმ ღონისძიებათა ნუსხას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ოლიმპიური თამაშებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის საქართველოს სპორტსმენთა (მათ შორის, ვეტერან სპორტსმენთა) მაღალ დონეზე მომზადებასა და წარმატებით ასპარეზობას.
ა) უზრუნველყოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადება და თამაშებში მონაწილეობის ორგანიზება;
ბ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ციკლში ჩაბმული სპორტსმენების უზრუნველყოფას საწვრთნელი პირობებით, ინვენტარით, აგრეთვე ხელი შეუწყოს სპორტული კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მათ მონაწილეობასა და მათი მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
გ) გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები, საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდისათვის ერთიანი სპორტული ფორმებისა და ეკიპირებით უზრუნველსაყოფად;
დ) შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები:
დ.ა) ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ცენტრების შექმნის მიზნით, შესაბამისი სპორტული ობიექტების შერჩევის თაობაზე;
დ.ბ) სპორტის სფეროში სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ;
ე) ხელი შეუწყოს ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ შესაქმნელ საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური ნაკრები გუნდებისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების საქმიანობას;
ვ) ხელი შეუწყოს ვეტერან სპორტსმენთა ასპარეზობას შესაბამის სპორტულ ღონისძიებებზე.
მუხლი 3. ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სამინისტროს წინადადების საფუძველზე.“;
ბ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. ვეტერან სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, სპორტის ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკში ვეტერანთა შორის შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგებისათვის, აღნიშნულ შეჯიბრებებზე წარმოდგენილი საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელებისთვის დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარში):
1. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკში:
ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:
ა.ა) I ადგილი (პირადი) – 15 000;
ა.ბ) II ადგილი (პირადი) – 10 000;
ა.გ) III ადგილი (პირადი) – 5 000;
ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:
ბ.ა) I ადგილი (პირადი) – 10 000;
ბ.ბ) II ადგილი (პირადი) – 7 000;
ბ.გ) III ადგილი (პირადი) – 3 000.
2. სპორტის ოლიმპიურ სათამაშო სახეობებში:
ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:
ა.ა) I ადგილი − 30 000;
ა.ბ) II ადგილი − 20 000;
ა.გ) III ადგილი − 10 000;
ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:
ბ.ა) I ადგილი − 20 000;
ბ.ბ) II ადგილი − 10 000;
ბ.გ) III ადგილი − 5 000.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე მუხლში მითითებული შეჯიბრებები გათვალისწინებულია შესაბამისი სპორტის სახეობის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის კალენდარული გეგმით.
4. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკთან მიმართებით, ამ მუხლით დადგენილი ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის წარმომადგენელი და ამ შეჯიბრების ფარგლებში შესაბამის სახეობაში /დისციპლინაში/წონით კატეგორიაში/კონკრეტულ ასპარეზობაში (რომელშიც თამაშდება მედლების ერთი კომპლექტი) მონაწილეობს არანაკლებ 10 ვეტერანი სპორტსმენი (მათ შორის, საქართველოდან არაუმეტეს 3 ვეტერანი სპორტსმენი), ხოლო სპორტის შესაბამისი სახეობის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში შეიძლება მონაწილეობდეს არანაკლებ 6 სპორტსმენი და ამ შემთხვევაში, თუკი მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 9 ვეტერან სპორტსმენს, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ვეტერან სპორტსმენს (თუ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 9 ვეტერან სპორტსმენს აღემატება, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ვეტერან სპორტსმენს).
5. სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებთან მიმართებით, ამ მუხლით დადგენილი ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 12 ნაკრები გუნდი.
6. ვეტერანთა ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცეს ფულადი პრიზი:
ა) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკთან მიმართებით, ვეტერანთა ნაკრები გუნდის წევრების მიერ შესაბამის შეჯიბრებაზე ნაჩვენები ყველაზე მაღალი შედეგისთვის განსაზღვრული ფულადი პრიზის ოდენობით;
ბ) სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებთან მიმართებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისი შედეგისთვის დაწესებული ფულადი პრიზის 20%-ის ოდენობით.
7. სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვეტერან სპორტსმენებს შორის გადანაწილდეს სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.“;
გ) მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირადგუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისა და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობისათვის განსაზღვრული ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სათამაშო სახეობებში – აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
მუხლი 11. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ გუნდურ და პირადგუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
მუხლი 12. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებსა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.“;
დ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული ფულადი პრიზებისა, დამატებითი ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, ამავე პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევისთვის;
ბ) ამ პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეჯიბრებებში ვერ იქნა მიღწეული ამავე პროგრამით გათვალისწინებული შედეგები;
გ) იმ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, რომლისთვისაც ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული ფულადი პრიზების გაცემა.
2. ამ პროგრამით გათვალისწინებული ფულადი პრიზების გაცემას, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტრო.“.
|