„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №75 |
|
2024 წლის 12 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის გზით:“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლისათვის – 255 000;
დ) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 170 000;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 510 000;
მ) ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 170 000;
ნ) ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:
I ადგილი –1 700 000;
II ადგილი – 1 360 000;
III ადგილი – 1 020 000.“.
4. მე-10 – მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისა და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობისათვის განსაზღვრული ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სათამაშო სახეობებში – აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
მუხლი 11. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
მუხლი 12. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებსა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.“.
|