დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2018 წლის 13 აპრილი ქ. დედოფლისწყარო |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინი/დიზელი) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.
3. ჩიპი – „აგაი“-ს სისტემით საწვავის ელექტრონული გაცემის სპეციალიზებული საშუალება.
4. ორგანიზაცია – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
5. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინი/დიზელი) ყოველთვიური ოდენობა.
2. პლასტიკურ ბარათზე და ჩიპზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
3. განსაზღვრული თანამდებობის მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობის გაანგარიშება ხდება ორგანიზაციის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების მიხედვით.
4. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებზეც მიმაგრებულია სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.
5. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემის, ასევე პლასტიკურ ბარათებზე და ჩიპებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით, საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონის გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომლის მიერ ყოველთვიურად, საწვავის გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმით გაცემის შემთხვევაში, შესაბამისად საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის მიხედვით.
6. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ, მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 20% -ს.
დანართი №2
დადგენილებით დამტკიცებული საწვავის გაცემის უწყისის ფორმები:
ფორმა №1 ელექტრონულად საწვავის გაცემის უწყისი „------------------------“ „------ “ 20 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი --------------------------------------------- (ხელმოწერა გარკვევით) ფორმა №2 საწვავის ტალონებით გაცემის უწყისი ,, ------------------------ ,, ------ „ 20 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშროემლი --------------------------------------------- (ხელმოწერა გარკვევით). |