დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.169.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 4 | კონოთეატრები და თეატრები |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 6 | სასტუმროები |
| 7 | საავადმყოფოები |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები |
| 9 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები |
| 12 | ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები |
| 13 | ყვავილების ღია დადახურული მაღაზიები |
| 14 | აგრარული ბაზრები |
| 15 | შერეული საქონლის ბაზრობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.11.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2018 წლის 13 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და მისი ოდენობა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის თანდართული წესი (დანართი 2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა (დანართი 3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის
ოდენობა თანდართული ფორმით (დანართი 4).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმა (დანართი 5).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №51 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www. matsne.gov.ge 04.12.2015 წ. სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.169.016254).
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
ადგილობრივი
მოსაკრებლების შემოღებისა და
მისი
ოდენობის
დადგენის
შესახებ
მუხლი 1🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა);
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის;
გ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
1. მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ2-ზე – 1.0 ლარის ოდენობით;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე – 0,30 ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
3. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების-მშენებლობის ნებართვის მიცემამდე.
4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300( სამასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან შვიდ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი.
5. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა თვეში ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს:
ა) ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ ხორნაბუჯისა და სოფელ სამრეკლოს მოსახლეობისათვის – 0,50 ლარის ოდენობით. ხოლო სოფლების: ზემო მაჩხაანის, მირზაანის, არბოშიკის, ოზაანის, გამარჯვების, თავწყაროს, ჭოეთის, ზემო ქედის, არხილოსკალოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობისათვის – 0,30 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში 35 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ის ოდენობით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება:
ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის ის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან;
ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველი პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე;
გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 4🔗
შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელზე 50%-ინი შეღავათი დაწესდეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, მათთან გათანაბრებულ პირებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებზე ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებზე.
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი
დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების და წესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას, რომელსაც ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, სახელმწიფო შესყიდვების კანონის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით.
4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები.
7. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა. აგრეთვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს.
8. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
9. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის
განაკვეთი
,
მისი
გამოანგარიშებისა
და
გადახდის
წესი
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის - სულადობის მიხედვით, მაგრამ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებულ მოსაკრებელზე სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით. აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5.მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მცხოვრების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების
შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების
მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი
თვითონ სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურპირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის
არსებობის შემთხვევაში).
4. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას უფლება აქვს, მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის
გადახდის
წესი
მოსაკრებელი რომელიც ამოღებულია მოსახლეობისაგან და იურიდიული პირებისაგან მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელმწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი;
გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდის ვადა;
ვ) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე
დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება შესაძლოა განხორციელდეს როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით.
დანართი 3
გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი №_00000001___
ქ. დედოფლისწყარო „_____“ „_______________“ „201__ წ“
გადამხდელი ________________________________________________________________
(
სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი____________________________________________________________________
(
დასახლებული პუნქტის დასახელება)
გადასახადის დასახელება: _____________________________________________________
(მოსაკრებლის დასახელება)
______________________________________________________________________________
(ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი, სახელმწიფო ხაზინის ნომერი, მოსაკრებლის სახაზინო კოდი)
გადასახდელი თანხა (მიმდინარე) _____________________________________________________
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
ნარჩენი თანხა (გასული თვის) _____________________________________________________
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
სულ თანხა __________________________________________________________________
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
გადაიხადა: _______________________________
მივიღე: ________________________________
(
გადამხდელის ხელმოწერა)
დანართი 4
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, საწარმოების
,
ორგანიზაციებისა
და
დაწესებულებებისათვის
№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული,,რ“
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთითვეში (1მ3 15 ლარი) (სვეტი №4) : 12 თვე x 15 ლარი
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,05
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,1
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0,2
0,25
4
კონოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,1
0,12
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთ მოსწავლეზე
0,1
0,12
6
სასტუმროები
ერთი საწოლი
0,8
1
7
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
0,5
0.62
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოები
საერთო ფართის 1 მ2
0,16
0,2
9
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,025
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,15
0,18
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,15
0,18
12
ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,08
0,10
13
ყვავილების ღია დადახურული მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,3
0,37
14
აგრარული ბაზრები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,3
0,37
15
შერეული საქონლის ბაზრობები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,11
0,14
16
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,025
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,1
17
ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,025
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები
ღიაფართის 1 მ2
0,02
0,025
დახურული ფართის 1 მ2
0,14
0,17
19
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,1
20
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0,25
0,31
21
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,7
0,70
22
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისთვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,2
0,25
23
საცხობები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,1
0,12
24
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1 მ2
0,2
0,25
25
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1 მ2
0,008
0,01
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ = გ X რ.
მ –
ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ –
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ –
ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
დანართი 5
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულება
ქ
.
დედოფლისწყარო
---
------
201---
წ
ჩვენ, ერთი მხრივ,
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მიერ
დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება განხორციელდეს როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით
------------------------------------------------------------------
/ობიექტის დასახელება/საიდენტ. კოდის №/ მისიმესაკუთრე/ მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი / -------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
/გვარი, სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი/
შემდგომში „ობიექტად“ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი
1🔗
.
ხელშეკრულების
საგანი
„
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
მუხლი
2🔗.
მხარეთა
უფლება
-
მოვალეობები
1. ხელშეკრულების
1-ლ
მუხლში
აღნიშნულ
მომსახურებას
ახორციელებს
დასუფთავების
მოსაკრებლის
ამოღება
განხორციელდეს
როგორც
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის
მერიის
შესაბამისი
სამსახურის
მიერ
, ასევე
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის
მიერ
100%-იანი
წილობრივი
მონაწილეობით
დაფუძნებული
იურიდიული
პირის
მეშვეობით
, აგრეთვე
მუნიციპალური
შესყიდვის
ორგანიზებით
.
ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი
, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება
დასუფთავების
მოსაკრებლის
ქვითარში.
2. მომსახურების გამწევმა ობიექტიდან ნაგვის გატანა მოახდინოს ------------------------------------
/მიეთითოს
, რა
ინტენსივობით
თვეში
ან
დღეების
მითითებით
/
3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია მომსახურებების გამწევს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.
5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.
6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს მომსახურების გამწევისაგან.
7. ამ მუხლისმე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მომსახურების გამწევს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების, ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მომსახურების გამწევს მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.
მუხლი
3🔗.
ანგარიშსწორების
პირობები
1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ
3
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე
შეადგენს
............................. ლარს.
2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის ---------------- №--- დადგენილებით და განისაზღვრება ---------------------- /ზომის ერთეული/ --------------------------
3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ---------- ლარით.
იგი არის ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ნამრავლი.
4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01%- ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ
აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.
მუხლი
4🔗.
ხელშეკრულებით
განსაზღვრული
ანგარიშსწორების
პირობების
ინსპექტირება
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმონ ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2.
ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს
მათ მიერ
განხორციელებულ
ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.
3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს
შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.
მუხლი
5🔗.
დავები
და
მათი
გადაწყვეტის
წესი
1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი
6🔗.
ფორსმაჟორი
1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
2. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
მუხლი
7🔗.
სხვა
პირობები
1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. არცერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
3.
ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი
8🔗.
ხელშეკრულების
მოქმედების
ვადა
და
ხელშეკრულების
შეწყვეტა
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.
2. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით.
3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება.
მუხლი
9🔗.
მხარეთა
რეკვიზიტები
მომსახურების გამწევი -------------------------------------
ობიექტი -------------------------------------------------------