სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.04.2018
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.01.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 18 აპრილი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/02/2017, 010260030.35.168.016200).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და
მისი გაცემის წესი
ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციარები) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის ქვეპროგრამები
სოციალური დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
გ)
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;
დ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ე)
ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17 წლამდე) დახმარება;
ვ)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება;
ზ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
თ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება;
ი)
მარჩენალდაკარგულის და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;
კ)
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
ლ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება;
მ)
ხანძრებითა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება;
ნ)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;
ო)
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;
პ)
უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება.
მუხლი 2🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1.
ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის (შემოდგომში „კომისია“) მიერ ინდივიდუალურად განიხილება თითოეული პირის განცხადება და კომისიის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება უფასო კვების სასადილოში პირის ჩარიცხვის შესახებ.
3.
ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (ბენეფიციარმა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.
5.
კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს კომისიის სხდომის ოქმით, სადაც ჩაიწერება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით ექვემდებარებიან უფასო კვებას.
6.
უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს.
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა)
1.
სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს.
2.
მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა)
სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001-ლარამდე არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;
ბ)
1001-ლარიდან 2001-ლარამდე – არაუმეტეს 500-ლარის ოდენობით;
გ)
2001-ლარიდან ზემოთ არაუმეტეს 700-ლარის ოდენობით;
დ)
მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.
4.
ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეს დახმარება დაერიცხება ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქი) ანგარიშზე.
6.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურებამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში; ხოლო მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისათვის – სამედიცინო პრეპარატების შესყიდვამდე.
მუხლი 4🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა სადაზღვევო კომპანიები)
1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300-ლარამდე სრული ოდენობით. 300-ლარიდან ზემოთ 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500-ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა;
გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.
ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №0131/ნ ბრძანების შესაბამისად.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17-წლამდე) დახმარება
1.
ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება მოხდება წელიწადში არაუმეტეს 700-ლარისა თითოეულ დაავადებულზე.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ)
ბავშვის დაბადების მოწმობა;
ე)
კალკულაცია;
ვ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):
ა)
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
3.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 150000-მდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.
2.
იმ პირებზე, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა, გარდა ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა.
3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;
დ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200-ლარისა.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული მიიღებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში –მეურვე/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა;
გ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან) ან მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5.
ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
6.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1.
მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18 წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.
მუხლი 12🔗.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით დაბადების დღის აღსანიშნავად.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ბ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება
1.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%- მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
2.
მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ)
ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე)
ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში).
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ზიანის ოდენობას შესაბამისი დასკვნით განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5.
მეწყერით მიყენებული ზიანის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
6.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება.
მუხლი 14🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
1.
ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს:
ა)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50 ლარის ოდენობით ყოველთვე.
ბ)
ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ)
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს არაუმეტეს 100 ლარისა ერთჯერადად.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ)
ფორმა N100;
ე)
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება;
დ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) ან/და ცნობა ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა)
სტაციონური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001 ლარამდე 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;
ბ)
1001 ლარიდან 2001 ლარამდე – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
გ)
2001 ლარიდან ზემოთ – 30%-ი, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.
6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დახმარების მიღებისათვის (სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
7.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
8.
დახმარების მისაღებად უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის;
ბ)
უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის;
გ)
ომის მონაწილის, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილის;
დ)
ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;
ე)
უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ)
მერის წარმომადგენლის ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5.
დახმარება გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 16🔗.
უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
თანხა გაიცემა არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5.
დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიის წევრთაგან მერი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.
2.
კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3.
კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.
4.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5.
კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ.
6.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად კომისიის სხდომებში მონაწილეობას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 18🔗.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1.
კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი წესით.
2.
ამ წესის მე-5, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-15 მუხლის გარდა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.
3.
კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
4.
გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს:
ა)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობა, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობით, მაგრამ ესაჭიროებათ ზღვრულ თანხაზე მეტი, განესაზღვროთ დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა;
ბ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ თანხაზე მეტი, განესაზღვროთ დახმარება არაუმეტეს 1000-ლარისა;
გ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 500 ლარისა;
დ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან და უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა. თუ გადასახდელი თანხა მოქალაქეს ექნება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 19🔗.
კომისიის ოქმები და დასკვნები
1.
კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3.
კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4.
კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომარის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 20🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის ოქმის საფუძველზე.