საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.05.2018
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016804
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.02.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№304
2018 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337–341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;
ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;
ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;
თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;
კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამმართველოს მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის, აგრეთვე მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ე) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე;
ზ) ექვს თვეში ერთხელ მთავარ პროკურორს ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) მთავარ პროკურორს და მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ი) მთავარ პროკურორს და მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს მუშაკთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამმართველოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ნ) მთავარ პროკურორს ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ო) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
პ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველო უფროსის მოადგილე:
ა) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის;
ბ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს სამმართველოს მუშაკების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) სამმართველოს უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს სამმართველოს მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) აკონტროლებს სამმართველოს კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის, სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. სამმართველოს მუშაკები
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები;
ბ) სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები.
გ) სამმართველოს მრჩევლები.
2. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შესული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) მონაწილეობენ სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობას და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;
ე) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;
ვ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს.
3. სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
4. სამმართველოს მრჩევლები უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკური რესურსებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო წყაროებიდან კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზს და დოკუმენტური ფორმით გადასცემენ სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს.