სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2018 წლის 23 აპრილი ქ. სენაკი |
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2);
გ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის და დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის ფორმა (დანართი №4).
|
სენაკის მუნიციპალიტეტი
მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ____
1. ნებართვის გაცემის თარიღი: ____________________________ 20 ___ წელი
2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ___________________________ 20 ___ წელი
3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20___ წლის ________________________________ - მდე
4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: _____________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი:
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი: __________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში)
7. შენობა-ნაგებობის კლასი: __________________________________________________________
8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
9. პროექტი შეთანხმებულია: _________________________________________________________
10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ: ____________________________________________
(სახელი/დასახელება და საკონტაქტო მონაცემები)
11. ნებართვის გაცემის საფუძველი: _________________________ 20 __ წლის № ____ ბრძანება
12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
13. სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური:
___________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი:
_________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ. ა. ___________________________________
(ხელმოწერა)
დამკვეთი: სენაკის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის № ___
2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რთული დახრილი და მომრგვალებული ბადეები;
ბ) ტილოს ქაღალდი;
გ) ანტიკოპირებადი საღებავით შესრულებული დამცავი ნომერი.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული).
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის მერს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი საქართველოს კანონის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმევა შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის ასლის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს აღრიცხვის ჟურნალში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის შესახებ აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის განადგურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (მშენებლობის სანებართვო მოწმობა) ასლის რეგისტრაციის ჟურნალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსაყენებლად
უვარგისი
მშენებლობის
სანებართვო
მოწმობის
ჩამოწერის
აქტი № ___ სენაკის მუნიციპალიტეტი ____ _________________ 20 __ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მშენებლობის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს . ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ________________________________________ სამსახურის უფროსი ________________________________
|