საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016581
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 818 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თავდაცვის კოდექსი საქართველოს კანონი 87% 21.09.2023 შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 19.12.2024 რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 19.08.2024 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 11.05.2010 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 02.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №34 2018 წლის 4 მაისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი“.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს. 2. ამ წესის მიზანია ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა გამოვლენა, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე რეაგირება და სამართალდარღვევათა პრევენცია. 3. ამ წესის მიზნებისათვის, ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი/პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი). 4. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის ადგილზე, სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (შემდგომში – ალკოტესტის აპარატი) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის შემოწმებით (ტესტირება). 5. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომებზე, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. მუხლი 2🔗 1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე იღებს ალკოჰოლურ სასმელს ან იმყოფება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან იმყოფება სამხედრო ფორმის ტანსაცმელში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან/და ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მართავს სატრანსპორტო საშუალებას, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ალკოტესტის აპარატით. 2. თუ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, უფლებამოსილი პირი ადგენს დისციპლინურ ოქმს, რომელსაც დაურთავს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს. 3. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, სამინისტროს სისტემის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, გამოიძახოს პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობისას უფლებამოსილი პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში - ამზადებს მოხსენებით ბარათს მისი ხელმძღვანელის სახელზე, სადაც მიუთითებს მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ალკოჰოლურ თრობაზე გამოკვლეული სამხედრო მოსამსახურის სახელს, გვარს, პირად ნომერს და თანამდებობას, აგრეთვე პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოძახების დროს და კომუნიკაციის საშუალებას. 4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, სამინისტროს სისტემის კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, გამოიძახოს პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობისას განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ჩამოაშოროს სამხედრო მოსამსახურე სატრანსპორტო საშუალების მართვას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური/უფროსი ვალდებულია სამხედრო მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურებრივი ურთიერთობიდან. მუხლი 3🔗 1. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურემ უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. 2. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას. 3. ალკოტესტის აპარატზე 0,3-ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს  მძღოლი სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. 4. ალკოტესტის აპარატზე 0,3-ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის (არამძღოლი) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. მუხლი 4🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ალკოჰოლური შემოწმების შედეგებს, უფლებამოსილი პირი ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგს აფიქსირებს დისციპლინურ ოქმში და გადასცემს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს. 2. თუ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე არ ეთანხმება  ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია დისციპლინური ოქმის შედგენიდან არაუმეტეს 2 საათისა ექსპერტიზა ჩაიტაროს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღებ დაწესებულებებსა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში ამავე ბრძანებით ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი წესით. 3. სამხედრო მოსამსახურის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტზე რეაგირებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფის ორგანიზმში, ყოველ ერთ საათში, ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ – 0,15 პრომილეთი მცირდება. მუხლი 5🔗 1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების დადგენის მიზნით, ალკოტესტის აპარატით შემოწმებას. 2. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას.