თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.163.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სანებართვო მოწმობის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.12.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და მისი განთავსების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2018 წლის 23 აპრილი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 დეკემბრის №51 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/12/2015, 010250000.35.176.016110).
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული;
დ) ნებართვა – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი;
ვ) ნებართვის გამცემი – თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
თ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗. გარე
რეკლამა
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურული იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
6. გარე რეკალამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამისადმი.
მუხლი 4🔗. გარე
რეკლამის
განთავსების
გეგმა
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში;
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. გარე
რეკლამის
განთავსების
ნებართვის
გაცემის
წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული სანებართვო პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესი.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
4. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობებს (გარდა ბეს, ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობისა), ადგენს ნებართვის გამცემი. სანებართვო პიროებების დამტკიცების შემდეგ ცხადდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონი.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე, თუ მის გარეშე და სხვა) მიიღება თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
მუხლი 6🔗. ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის
ობიექტი
და
საწყისი
ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) და არაუმეტეს 8 (რვა) წლისა. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გასაცემი ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) უფლება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ/მ ფართობზე, კერძოდ:
ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა –
ერთი კვადრატული მეტრი –
40 ლარი;
ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი –
30 ლარი;
გ) მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე –
ერთი კვადრატული მეტრი –
30 ლარი;
დ) მუნიციპალიტეტში შემავალი დანარჩენი სოფლებისთვის –
ერთი კვადრატული მეტრი –
25 ლარი.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის დასრულების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი
7🔗. გარე
რეკლამის
განთავსების
ნებართვასთან
დაკავშირებით
დაწესებული
საჯაროსამართლებრივი
შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი
8🔗. კონტროლი
სანებართვო
პირობების
შესრულებაზე
და
ნებართვის
მფლობელის
პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და იურიდიული სამსახური.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობისა და აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად, წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი თუნდაც აღნიშნული გათვალისწინებული არ იყოს შესაბამისი სანებართვო პირობებით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს, წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული გათვალისწინებული არ იყოს შესაბამისი სანებართვო პირობებით.
დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
სანებართვო მოწმობის ფორმა
თელავის მუნიციპალიტეტის მერია
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების სანებართვო მოწმობა
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა: _____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები, მისამართი, პირადი მონაცემები)
საფუძველი: ___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
გარე რეკლამის განთავსების ადგილი: ____________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
__________________________ - დან __________________________ - მდე
სანებართვო პირობები: _________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
ნებართვა შედგენილია 3 (სამი) ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს,
ხოლო ორი ეგზემპლარი ინახება თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვა გაცემულია 20 წლის ___________________
______________________________ _______________________________
ნებართვის გამცემის ხელმოწერა ბ.ა. ნებართვის მიმღების ხელმოწერა
დანართი №3
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
სანებართვო
რეესტრის ფორმა
№
სანებართვო
მოწმობის
№
ნებართვის
გაცემის
/ცვლილების,
გაუქმების/
საფუძ ველი
და თარიღი
ნებართვის
გამცემი
უფლებამოსილი
პირი
(სახელი,
გვარი)
ნებართვის
გამცემის
იურიდიული
მისამართი
მონაცემები
ნებართვის
მიმღების შესახებ:
ამონაწერი
მეწარმეთა და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიულ პირთა
რეესტრიდან –
ინდივიდუალური
მეწარმისათვის ან
იურიდიული
პირისათვის (სხვა
ორგანიზაციული
წარმონაქმნისათვის)
ნებართვის
მიმღების
საფირმო
სახელწოდება
(სახელი, გვარი)
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმა
მონაცემები
ნებართვის
მიმღების
შესახებ:
სახელის,
გვარის,
საცხოვრებელი
და ადგილის
თაობაზე –
ფიზიკური
პირისათვის
ინფორმაცია
ნებართვის
მიმღების
მისამართის
შეცვლის ან
რეორგანიზაციის
შესახებ