ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2018
ძალის დაკარგვა 21.11.2019
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასვე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.11.2019
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2018 წლის 25 აპრილი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
ორგანული
კანონი
ს „ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი
“ მე
-16 მუხლის
მე
-3 და მე
-4 ნაწილების საფუძველზე
, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ადგენს
:
1.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
მდებარე
საცხოვრებელი
სახლების
დაზიანებული
სახურავების
გამოვლენის
,
აღრიცხვისა
და
თუნუქით უზრუნველყოფის
პროგრამა
მუხლი 1🔗
პროგრამის მიზანია ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენა, აღრიცხვა და პროგრამით მოსარგებლეებისათვის მათი აღდგენა ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების (თუნუქი)
მიწოდება.
მუხლი 2🔗
პროგრამის განმახორციელებელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
(შემდგომში – კომისია).
მუხლი 3🔗
პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს:
ა.ა)
0-დან 65000-მდე;
(პროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობის 100%)
;
ა.ბ)
65000-დან 150 000-მდე
(პროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობის 90%)
;
ა.გ)
1500 000-დან 200 000-მდე
(პროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობის 70%)
;
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა:
ბ.ა) სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა;
ბ.ბ) დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია;
ბ.გ) დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს;
გ) პროგრამაში მოსარგებლე ბენეფიციარებზე
განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით პროგრამა გავრცელდება 100%-იანი დაფინანსებით მერიის მხრიდან.
მუხლი 4🔗
1. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოდგინოს:
ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად შესაბამისი განცხადება, ოჯახის წევრების პირადობების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
2. კომისია ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მოიძიოს ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არარსებობის შესახებ.
3. პროგრამით მოსარგებლე შესაძლებელია იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი.
4. თანადაფინანსების შემთხვევაში ბენეფიციარი წარმოუდგენს კომისიას შესაბამისი თანხის ჩარიცხვის საგადასახადო დავალებას, კომისიის მიერ მიწოდებულ ანგარიშზე.
მუხლი 5🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე;
ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ხელახალ გადახურვას ან მხოლოდ შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას – პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების აღდგენისათვის შესაბამისი სამშენებლო მასალის (თუნუქის) გადაცემას – პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში.
მუხლი 6🔗
1. კომისია მოქალაქის განცხადებას განიხილავს 30
(ოცდაათი) დღის ვადაში, დადებითი პასუხის შემთხვევაში ბენეფიციარს უნდა ეცნობოს თანადაფინანსები ხვედრითი წილის ოდენობა.
2. კომისია
უზრუნველყოფს
დაზიანებული
სახურავების
ადგილზე
დათვალიერებას
, ფოტოგადაღებას
, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ დაზიანების ს
იმძიმის განსაზღვრისათვის.
3
. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული
შემადგენლობის უმრავლესობით
.
4
. კომისიის
მიერ
მიღებული
საბოლოო
გადაწყვეტილება
აისახება
კომისიის
სხდომის
ოქმში
და
დასტურდება
კომისიის
ყველა
წევრის
ხელმოწერით
. ფოტომასალა
, აგრეთვე
ნებისმიერი
დოკუმენტი
, რომელიც
შესაძლებელია გახდეს დახმარების
გაცემის საფუძველი
, ოქმის შემადგენელი
ნაწილია
.
5
. სახურავის
აღსადგენად
გადასაცემი
საამშენებლო
მასალის (თუნუქი) ღირებულება
არ
უნდა
აღემატებოდეს 2000 (ორი ათასი) ლარს
.
6
. კომისიის
საბოლოო
გადაწყვეტილება
გასაცნობად
, კომისიის
თავმჯდომარის
მოხსენებითი
ბარათის
საფუძველზე
, გადაეცემა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
მერს
, რის
საფუძველზეც
ცხადდება
შესაბამისი
ტენდერი
.
7. საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების აღდგენას ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალის (თუნუქის) მიწოდებას უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
8. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით.
9.
2018 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს
არანაკლებ 150 000 ლარით.