შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელ  მოვალე – შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

გაკოტრების მმართველი – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი"

(გენერალური დირექტორი – ნოდარ პაპუკაშვილი)

მოთხოვნაკრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმე.

2018 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა ნოდარ პაპუკაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 27 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების და კერძო საჩივრების განხილვა;

1.2. კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების გახილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                               თამარ ჭუნიაშვილი