„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №30

2018 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016003) დამტკიცებულ №№1–3 დანართებში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ) ფორმა № 16 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში ზარალებისა და  ამ სახეობაში მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ.“

ბ) „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ  იქნეს „ბ.თ“ და „ბ.ი“  ქვეპუნქტები.

2. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით“ გათვალისწინებული:

ა) ფორმა №8 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ“ ამოღებულ იქნეს;

ბ) ფორმა №9 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში საანგარიშო თარიღისათვის მოქმედი მსხვილი (500,000 ლარზე მეტი ოდენობის) რისკების შესახებ“ ამოღებულ იქნეს; 

გ)  ფორმა № 15-ის შემდეგ დაემატოს ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული ფორმა №16.

3. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული „სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის:

ა) 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  24-ე პუნქტი:

„24. ფორმა № 16-ის შევსებისას:

ა) ივსება ინფორმაცია იმ პოლისის შესახებ, რომელთან დაკავშირებით:

ა.ა) საანგარიშო თარიღისთვის განცხადებულია, მაგრამ დაურეგულირებელია სადაზღვევო ზარალი;

ა.ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხდა ზარალის ანაზღაურება ან უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე;

ა.გ) საანგარიშო თარიღისთვის მიმდინარეობს სასამართლო/საარბიტრაჟო დავა.

ბ) პოლისით/გარანტიით გათვალისწინებული ანაზღაურების ვადა ივსება იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისი/გარანტია, რომლის საფუძველზეც მზღვეველს წარედგინა მოთხოვნა, ითვალისწინებს მოთხოვნის პოლისით/გარანტიით განსაზღვრულ ვადაში/მოთხოვნისთანავე  ანაზღაურებას.

გ) ანაზღაურებაზე უარის დაგვიანებით გაცემის მიზეზი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების გაცემა მზღვეველის მიერ მოხდა სადაზღვევო პოლისით/გარანტიით/მზღვეველის შიდა პროცედურით გათვალისწინებული ანაზღაურების ვადის გადაცილებით. მზღვეველი ვალდებულია სრულად მიუთითოს შესაბამისი მიზეზი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2018.
როდის იქნა მიღებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016038.
რამდენი მუხლისგან შედგება „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №30, 27.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4167047/