„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №32 |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
1. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.“.
2. წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.”.
3. წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, ან/და შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.
4. წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის და/ან დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.
5. წესის მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ მუხლი:
„მუხლი 31. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის “მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის
მზღვეველი ინსტრუქციით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების ეტაპისათვის დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპისათვის, დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შეთხვევაში – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) ინსტრუქციით გათვალისწინებული მომხმარებლის განცხადების/გამოხატული უკმაყოფილების პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) პრეტენზიის შესწავლის შედეგების შესახებ მომხმარებლისათვის ინსტრუქციით დადგენილი პასუხის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) სამსახურში მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგების ფორმაში პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამასთან, ამ ნორმის მიზნებისთვის მიუთითებლობად არ ჩაითვლება უკმაყოფილებისათვის პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016040.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №32, 08.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4476079/