სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
(მესამედ)
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (შემდგომში ,,საზოგადოება“) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი გიწვევთ სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 19.04.2018-ში, მაგრამ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვერ შეიკრიბა საჭირო რაოდენობა და კრება იყო გადაწყვეტილებაუუნარო.
აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2018 წლის 18 მაისს, 12.00 საათზე, ბაღდათის რაიონში, სოფ. ქვედა დიმში, საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში (ადმინისტრაციული შენობა, I სართული).
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 23 აპრილი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ აქციათა რეგისტრატორთან მისამართზე: ბაღდათი, ქვ. დიმი; ტელ.: 595712717.
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც საზოგადოების აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების ადმინისტრაციას მისამართზე: ბაღდათის რაიონი, სოფ. ქვედა დიმი, --- (ადმინისტრაციული შენობა, I სართული), ტელ.: 595712717.
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგით განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევის შესახებ;
2. სხვადასხვა მიმდინარე საკითხის განხილვა.
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები:
აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით უნდა აცნობონ სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციას.
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სამეთვალყრეო საბჭო და დირექტორი
დირექტორი დავით კიკნაველიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 19.04.2018. მიმღები ორგანო — სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმო“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №0, 19.04.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4167876/