,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.167.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2018 წლის 27 აპრილი

ქ.ლაგოდეხი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 მაისის  №15  დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 10/05/13,  010250020.35.167.016100).
მუხლი 2
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის:

1. პირველი  მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;

ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის გვარის და პირადი ნომრების მითითებით;

გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;

ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;

ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;

ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ.

3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა 2/3 წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას.

4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ბინის მესაკუთრეთა 2/3 წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;

ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის გვარის და პირადი ნომრების მითითებით;

გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;

დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.

2. მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.“.

4.  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;“.  

5.  მე-9  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით,  მუნიციპალიტეტის მერიისთვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მერიაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა).

3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში  ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, მერიისთვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.“.

6.  მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მერიის დასახელებას;

ბ) მე-4  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა)მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;“.

7.  მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ მერიას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.“.

8. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. მერია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.

 2.მერია ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“.

9.   მე-13 მუხლის:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, მერიას წარუდგინოს:

ა) მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი;

ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი.

3. მერიის გადაწყვეტილებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ან/და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემცირების შემთხვევაში ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 კვირის ვადაში, წარუდგინოს მერიას განცხადება და მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი ახალი დეფექტური აქტი ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მერია იღებს გადაწყვეტილებას მე-12 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ამხანაგობამ უნდა შეასრულოს 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს მერია მიიჩნევს საპატიოდ.“.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 14

1. ამ წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, მერია დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მათთვის გადასაცემი თანხის განკარგვის წესის შესახებ.

2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მერიაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რომლის საფუძველზე მერია  ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს მერიაში, სამუშაოს დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან.

5. თუ მომსახურე ორგანიზაცია დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), მერიას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღამბაშიძე