„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2018 წლის 27 აპრილი ქ.ლაგოდეხი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.“.
2.მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პეციალური ჭრა ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნისას.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.“.
3. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-მასალის გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.“.
|