„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2018 წლის 27 აპრილი ქ. ლაგოდეხი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“.
2.მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:
„1. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს (მერიის) მიერ ვებგვერდზე განსათავსებელ ყველა ინფორმაციის განთავსებასა და ადმინისტრირებას ახდენს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მერის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაევალება შესაბამისი პასუხისმგებლობა (მერიის ვებგვერდის ადმინისტრატორის მოვალეობა).“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, მიწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასა და რედაქტირებას განახორციელებს ვებგვერდის მერიის ადმინისტრატორი/ რედაქტორი.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მერია და მერი;“;
ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია;“.
|