1.1206  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1- თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი,  რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ და მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. 1206 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  გადაწყვეტილების მიღებიდან 1-თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო გადაწყვეტილებას პეტიციის შესახებ იღებს 1- თვის ვადაში.

3.  1206 ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან  15- კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/ სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას.

4.  ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1-თვით გაგრძელდეს .

5. მუნიციპალიტეტის  მერი  უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ,  უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის  წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1-თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს მიერ შეიძლება გაგრძელდეს 1-თვით.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს   კომისიის  ან სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები  საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  87-ე მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს   მოსთხოვოს პეტიციის  განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ  დამატებითი ინფორმაციის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენ