„ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 თებერვლის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2018 წლის 30 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 თებერვლის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153. 016419, 28/02/2018), კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულადან ამოღებულ იქნეს „ქ. მცხეთის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულება.

2.დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1. სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის  ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა ქ. მცხეთაში, „ქ. მცხეთის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულებით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა, ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ქ. მცხეთაში, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულებით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ზონაში,  (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა, ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) მდებარე არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის (რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს განვითარებას) განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკუთრებაში  არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე