„ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშნებელობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2018 ძალადაკარგული 28.06.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშნებელობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 46-ე-47-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და  „ქ. მცხეთის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის  №1750 განკარგულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა ქ. მცხეთაში – კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ზონაში  (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა,  ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) – განისაზღვროს – 0,5 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
1. ქ. მცხეთაში – კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ზონაში (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა, ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ.მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) მდებარე არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის (რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს განვითარებას) განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს – 0,5 ლარის ოდენობით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  მშენებლობის ნებართვის აღებამდე მესაკუთრე ვალდებულია შენობა-ნაგებობა შეფუთოს სპეციალური ბადით ან ბანერით, რომლის სახეობა და ფერი უნდა შეთანხმდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.175.016115, 27.01.2016.) და „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016266, 05.03.2015.).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.175.016115, 27.01.2016.) და „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016266, 05.03.2015.).

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე