ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2024
მუხლი 37. სამართლებრივი აქტების გაფორმება
თავი VII — მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
1. მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით.
5. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №19, 30.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4171723/muxli-37/