1. მერიის რეორგანიზაცია არის დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.
3.რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:
ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;
ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;
გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კონკურსის საორგანიზაციო ღონისძიებები;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2024
მუხლი 38. მერიის რეორგანიზაცია
თავი VII — მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. ანგარიშგება
- მუხლი 33. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 34. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 35. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 36. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 37. სამართლებრივი აქტების გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №19, 30.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4171723/muxli-38/