თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-19/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2018
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 16.05.2022 საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 06.03.2020 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 77% 13.04.2021 თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ 75% 01.05.2018 საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 69% 30.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-19/ნ 2018 წლის 1 მაისი ქ. თბილისი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის დამტკიცების თაობაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის  8² მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: 1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი №1 დანართის შესაბამისად. 2. ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ (დანართი №2). მუხლი 2🔗 1. №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად. 2. №1 დანართით გათვალისწინებული ნიმუშების განთავსება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში განხორციელდეს როტაციის პრინციპით, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს №1 დანართით დამტკიცებული ორი სხვადასხვა ნიმუში. მუხლი 3🔗 1. №2 დანართით დამტკიცებული  ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამები განთავსდეს მასობრივი, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერი სახის ისეთ ტექსტობრივ, ლიტერატურულ, ფოტოგრაფიულ, ილუსტრირებულ ნაწარმოებში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, №2 დანართით დამტკიცებული პიქტოგრამის ნიმუშებზე განთავსდეს  შემდეგი სახის საერთო სამედიცინო გაფრთხილება: „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“   ,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!  ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ლოგო“ . მუხლი 4🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაევალოს ბრძანების დანართებით დამტკიცებული ნიმუშების გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლის ელექტრონული ვერსიის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.ncdc.ge) განთავსება. მუხლი 5🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო