თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-20/ნ |
|
2018 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული: |
1.
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი №1). |
2.
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ ინფორმაციას ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შესახებ წინა წლის მდგომარეობით (წინა წლის 1 აპრილიდან საანგარიშგებო წლის 1 აპრილის ჩათვლით) წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) მატარებელი), ყოველი წლის 31 მაისამდე. |
| მუხლი 3 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ/აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
1.
ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში მითითებული ინფორმაციის ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისათვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის არაზუსტი ან არასრული წარდგენა იწვევს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
2.
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შევსებისას თავად უთითებს შესაბამის ველში იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. |
| მუხლი 5 |
ცენტრი პასუხისმგებელია არ გაამჟღავნოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით მიღებულ ინფორმაცია, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული დამუშავებული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 6 |
ეთხოვოთ თამბაქოს მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით. |
| მუხლი 7 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი 1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის შესახებ ანგარიში. 2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის ჩატარებაზე უფლებამოსილი ლაბორატორიის: ა) დასახელება და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დასკვნა (ცნობა) გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების თაობაზე. დანართი №2 თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები 1. მწარმოებლის ან/და იმპორტიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები:
2. თამბაქოს ნაწარმის დახასიათება:
3. ინგრედიენტების აღწერა: თამბაქო ფორმა ივსება ნაწარმში გამოყენებული თითოეული თამბაქოს ინგრედიენტისთვის ფოთლის დამუშავების, ფოთლის ტიპის და ელემენტის ტიპის თითოეული კომბინაციისათვის.
4. ინგრედიენტების აღწერა: დანამატები და სხვა ნივთიერებები/ელემენტები ფორმა ივსება თითოეული ინგრედიენტისთვის ცალ-ცალკე
5. ფილტრიანი სიგარეტის სახეობა: ფორმა ივსება დამატებით მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტების შემთხვევაში
6. არმოსაწევი თამბაქოს – დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ არმოსაწევი თამბაქოს შემთხვევაში
7. შესახვევი თუთუნის და საჩიბუხე თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ შესახვევი თუთუნისა და საჩიბუხე თამბაქოს შემთხვევაში
* დანამატების პრიორიტეტული სია
|
თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული: |
1. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი №1). |
2. თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ ინფორმაციას ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შესახებ წინა წლის მდგომარეობით (წინა წლის 1 აპრილიდან საანგარიშგებო წლის 1 აპრილის ჩათვლით) წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) მატარებელი), ყოველი წლის 31 მაისამდე. |
| მუხლი 3 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ/აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში მითითებული ინფორმაციის ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისათვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის არაზუსტი ან არასრული წარდგენა იწვევს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
2. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შევსებისას თავად უთითებს შესაბამის ველში იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. |
| მუხლი 5 |
ცენტრი პასუხისმგებელია არ გაამჟღავნოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით მიღებულ ინფორმაცია, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული დამუშავებული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 6 |
ეთხოვოთ თამბაქოს მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით. |
| მუხლი 7 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი 1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის შესახებ ანგარიში. 2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის ჩატარებაზე უფლებამოსილი ლაბორატორიის: ა) დასახელება და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დასკვნა (ცნობა) გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების თაობაზე. დანართი №2 თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები 1. მწარმოებლის ან/და იმპორტიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები:№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) 1 საიდენტიფიკაციო ნომერი2 დაწესებულების/კომპანიის სახელწოდება (წარმომდგენის ოფიციალური სახელწოდება)3 საქმიანობის ტიპი (მიეთითება წარმომდგენი არის მწარმოებელი თუ იმპორტიორი)4 დაწესებულების/კომპანიის იურიდიული მისამართი5 დაწესებულების/კომპანიის ფაქტობრივი მისამართი (ივსება, თუ ფაქტობრივი მისამართი განსხვავდება იურიდიული მისამართისგან)6 დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა7 ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი/დაწესებულების ხელმძღვანელი (სახელი, გვარი)8 ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაწესებულების ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია 2. თამბაქოს ნაწარმის დახასიათება:№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია (ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა1 თამბაქოს ნაწარმის სახეობა მიეთითება თამბაქოს ნაწარმის სახეობა2 თამბაქოს ნაწარმის სიგრძე მიეთითება ერთეული ნაწარმის საშუალო სიგრძე მილიმეტრებში3 თამბაქოს ნაწარმის დიამეტრი მიეთითება ერთეული ნაწარმის დიამეტრი (მაქსიმალური დიამეტრით გაზომვის წერტილი) მილიმეტრებში4 თამბაქოს ნაწარმის წონა მიეთითება ერთეული ნაწარმის წონა (შესახვევი თუთუნისთვის ერთი ერთეული არის 1 გრამი), დამატენიანებელის (მილიგრამებში) ჩათვლით5 თამბაქოს წონა ნაწარმში მიეთითება თამბაქოს მთლიანი წონა ერთეულ ნაწარმში, მილიგრამებში)6 თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის იდენტიფიკაცია თუ წარმდგენი არ არის მწარმოებელი, მიუთითეთ ნაწარმის მწარმოებლ(ებ)ის კომპანიის ოფიციალური სახელ(ებ)ი, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით7 თამბაქოს ნაწარმის ფილტრი მიეთითება ფილტრის არსებობა ნაწარმში8 თამბაქოს ნაწარმის ფილტრის სიგრძე მიეთითება ფილტრის სიგრძე მილიმეტრებში9 თამბაქოს ნაწარმის წარმოების ადგილის მისამართი მიეთითება თითოეული მწარმოებლისათვის ნაწარმის წარმოების ქვეყანა/მისამართი10 თამბაქოს ნაწარმის ტექნიკური დოკუმენტი ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება დანამატების ზოგადი აღწერილობისა და მათი თვისებების შესახებ11 თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელწოდება მიეთითება ნაწარმის ბრენდის სახელწოდება12 თამბაქოს ნაწარმის ბრენდის ქვეტიპის დასახელება ბრენდის ქვეტიპის სახელწოდება ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც ნაწარმი ბაზარზეა რეგისტრირებული13 თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსების თარიღი მიეთითება თარიღი, როცა წარმდგენმა ნაწარმი განათავსა ბაზარზე14 თამბაქოს ნაწარმის ბაზრიდან გამოტანის თარიღი თუკი საანგარიშო პერიოდში მოხდა ნაწარმის ბაზრიდან გატანა, მიუთითეთ გატანის თარიღი15 თამბაქოს ნაწარმის შიდა საიდენტიფიკაციო ნომერი წარმდგენის მიერ ნაწარმისთვის მინიჭებული შიდა ID ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)16 თამბაქოს ნაწარმის UPC ნომერი მიეთითება UPC-12 (ნაწარმის უნივერსალური კოდი), ასეთის არსებობის შემთხვევაში17 თამბაქოს ნაწარმის EAN ნომერი მიეთითება EAN-13 ან EAN-8 (European Article Number), ასეთის არსებობის შემთხვევაში18 თამბაქოს ნაწარმის GTIN ნომერი მიეთითება GTIN (გლობალური სავაჭრო საიდენტიფიკაციო ნომერი), ასეთის არსებობის შემთხვევაში19 თამბაქოს ნაწარმის SKU ნომერი მიეთითება SKU (საფონდო შენახვის ერთეული), ასეთის არსებობის შემთხვევაში20 თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში ერთეულების რაოდენობა მიეთითება ერთეულ პაკეტში/კოლოფში არსებული ნაწარმის რაოდენობა ცალობით 3. ინგრედიენტების აღწერა: თამბაქო ფორმა ივსება ნაწარმში გამოყენებული თითოეული თამბაქოს ინგრედიენტისთვის ფოთლის დამუშავების, ფოთლის ტიპის და ელემენტის ტიპის თითოეული კომბინაციისათვის.№ ველი ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა1 თამბაქოს ელემენტის ტიპი მიეთითება თამბაქოს ელემენტის ტიპი2 თამბაქოს ელემენტის აღწერა მიეთითება წარმოებული ელემენტის რეცეპტში მოცემული ზოგადი აღწერა. აღწერა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას წარმოებული თამბაქოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობების შესახებ3 თამბაქოს ელემენტის მომწოდებელი მიეთითება ინფორმაცია თითოეული მიმწოდებლის თაობაზე, მიუთითეთ კომპანიის ოფიციალური სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით4 თამბაქოს ფოთლის სახეობა მიეთითება გამოყენებული თამბაქოს ფოთლის სახეობა5 თამბაქოს ფოთლის დამუშავების მეთოდი მიეთითება მეთოდი, რომელიც გამოყენებულია თამბაქოს ფოთლის დასამუშავებლად6 თამბაქოს ელემენტის რაოდენობა მითითება წონა მილიგრამებში ერთეული ნაწარმისთვის 4. ინგრედიენტების აღწერა: დანამატები და სხვა ნივთიერებები/ელემენტები ფორმა ივსება თითოეული ინგრედიენტისთვის ცალ-ცალკე№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა1 ინგრედიენტის კატეგორია მიეთითება ნაწარმის შემადგენლობის კატეგორია (ფილტრი, ქაღალდი და ა.შ.)2 ინგრედიენტის დასახელება მიეთითება ინგრედიენტის ქიმიური დასახელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში3 ინგრედიენტის CAS (ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი) ნომერი მიეთითება CAS ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში4 ინგრედიენტის დამატებითი CAS (ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი) ნომერი მიეთითება დამატებითი CAS ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში5 ინგრედიენტის FEMA (არომატისა და ექსტრაქტის მწარმოებელთა ასოციაციის) ნომერი მიეთითება FEMA (არომატისა და ექსტრაქტის მწარმოებელთა ასოციაცია) ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში6 ინგრედიენტის დანამატის ნომერი (E) თუ ინგრედიენტი არის საკვები დანამატი, მიეთითება საკვები დანამატის E ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში7 ინგრედიენტის FL (ევროპული არომატიზატორის) ნომერი მიეთითება FL ნომერი (ევროპული არომატიზაციია) ასეთის არსებობის შემთხვევაში8 ინგრედიენტის EC (ევროგაერთიანების) ნომერი მიეთითება ევროგაერთიანების ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში9 ინგრედიენტის რაოდენობის ცვლილება მიეთითება ინფორმაცია იმის თაობაზე, მერყეობს თუ არა ინგრედიენტის რაოდენობა სასაქონლო სერიაში10 რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რაოდენობა მიეთითება ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის სტანდარტული წონა მილიგრამებში, რეცეპტის მიხედვით11 რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რანჟირების მინიმალური დონე მიეთითება თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი ვარიაციების დასაზუსტებლად რეცეპტში მითითებულ ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის უდაბლესი წონა (მილიგრამებში), თუკი დეკლარირებული რაოდენობა მერყეობს/ვარირებადია12 რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რანჟირების მაქსიმალური დონე მიეთითება თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი ვარიაციების დასაზუსტებლად რეცეპტში მითითებულ ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის უმაღლესი წონა (მილიგრამებში), თუკი დეკლარირებული რაოდენობა მერყეობს/ვარირებადია13 გაზომილი ინგრედიენტის სტანდარტული დევიაცია (SD) მიეთითება თითო სტანდარტიზებულ სერიაში ერთეულ ნაწარმზე დამატებული ინგრედიენტის საშუალო წონა, რომელიც გამოანგარიშებულია საშუალო სტატისტიკურით14 ინგრედიენტის ფუნქცია მიეთითება ინგრედიენტის ფუნქცია/ფუნქციები15 ინგრედიენტის დანამატის პრიორიტეტულობა მითითება ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა ინგრედიენტი დადგენილი პრიორიტეტული სიის ნაწილი (იხ. თანდართული პრიორიტეტული დანამატების ცხრილი)16 არააალებადი ინგრედიენტის სტატუსი მიეთითება ინფორმაცია იმის შესახებ, ხასიათდება თუ არა ინგრედიენტი არააალებად ფორმაში ტოქსიკურობით, ან აქვს თუ არა კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური რეპროდუქციული თვისებები17 ინგრედიენტის რეგისტრაციის REACH (ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავრორიზაციის და შეზღუდვის) ნომერი მიეთითება ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში (Regulation (EC) No 1907/2006 მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში)18 ინგრედიენტი CLP -(მარკირებისა და შეფუთვის კლასიფიკაციით) მიეთითება ინგრედიენტის კლასიფიკაცია (Regulation (EC) No 1272/2008 მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში)19 ინფორმაცია ინგრედიენტის ტოქსიკურობის შესახებ მიეთითება ინფორმაცია ნივთიერების ტოქსიკურობისშესახებ, განურჩევლად იმისა, ის იზოლირებული სახითაა თუ ნაერთის შემადგენელი ნაწილია, თითოეულ შემთხვევაში მიუთითეთ, ტოქსიკურობა დამახასიათებელია ნივთიერების წვისას ან არააალებად მდგომარეობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)20 ინგრედიენტის ტოქსიკურობა CMR -რეპროდუქციისას კანცეროგენურობის და მუტაგენურობის თვალსაზრისით მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის რეპროდუქციის კანცეროგენურობის, მუტაგენურობის ან ტოქსიკურობის დამადასტურებელი კვლევის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)21 ინგრედიენტის ტოქსიკურობა კარდიოპულმონარულ სისტემასთან მიმართებით მიეთითება ინფორმაცია ინ-ვიტრო და ინ-ვივო კვლევების თაობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და სუნთქვის ორგანოებზე ინგრედიენტის ტოქსიკური გავლენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)22 ინგრედიენტის ადიქტიურობა მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის თაობაზე, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)23 ინგრედიენტის ტოქსიკურობის სხვა მაჩვენებელი მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის სხვა ტოქსიკური თვისებების შესახებ, რომელიც არ არის აღნიშნულ ცხრილში მითითებული24 ინგრედიენტის ტოქსიკურობის/ადიქტიურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ანგარიშს დაურთეთ დოკუმენტაცია ამ ცხრილის მე-19-23-ე პუნქტში მითითებული ინგრედიენტების ტოქსიკური/ადიქტიური თვისებების დამადასტურებელი კვლევების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5. ფილტრიანი სიგარეტის სახეობა: ფორმა ივსება დამატებით მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტების შემთხვევაში№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა1 სიგარეტის მახასიათებელი არომატი სიგარეტის არომატის აღწერა/კლასიფიკაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში2 სიგარეტის ფილტრის ვენტილაცია მიეთითება ინფორმაცია ფილტრის სრული ვენტილაციის თაობაზე (0-100 %)3 სიგარეტის ფილტრის დახურული ხვიანებიმიეთითება ზეწოლის დონე დახურულ ხვიანებთან (mmH2O) 4 სიგარეტის ფილტრის ღია ხვიანებიმიეთითება ზეწოლის დონე ღია ხვიანებთან (mmH2O) 6. არმოსაწევი თამბაქოს – დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ არმოსაწევი თამბაქოს შემთხვევაში№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა1 არმოსაწევი თამბაქოს–pH მიეთითება ნაწარმის pH2 არმოსაწევ თამბაქოში ნიკოტინის შემცველობა მიეთითება ნიკოტინის ჯამური შემცველობა ერთეულ ნაწარმში 7. შესახვევი თუთუნის და საჩიბუხე თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ შესახვევი თუთუნისა და საჩიბუხე თამბაქოს შემთხვევაში№ ინფორმაცია (ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ) ინფორმაცია კონფიდენციალურია( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში) შენიშვნა შესახვევ თუთუნში/საჩიბუხე თამბაქოში ნიკოტინის სრული შემცველობა მიეთითება ნაწარმის ნედლეულში ნიკოტინის სრული შემცველობა ერთეულ ნაწარმში (1 გრამში) * დანამატების პრიორიტეტული სია დანამატი ქიმიური ფორმულა (არსებობის შემთხვევაში) ნივთიერებისთვის მინიჭებული CAS ნომერი (ნომრები) კერატის მარცვალი 9000-40-2, 84961-45-5 კაკაო 84649-99-0, 84649-99-3, 95009-22-6, 8002-31-1 დიაცეტილიC4H6O2 431-03-8 ფენუგრიკი 68990-15-8, 977018-53-3, 84625-40-1 ლეღვის ექსტრაქტი 90028-74-3 გერანიოლიC10H18O 106-24-1, 8000-46-2 გლიცერინიC3H8O3 56-81-5 გუაიაკოლიC6H4(OH)(OCH3) 90-05-1 გუარის გუმფისი 9000-30-0 ძირტკბილას ექსტრაქტი 68916-91-6 მალტოლიC6H6O3 118-71-8 მენთოლიC10H20O 2216-51-5, 15356-60-2, 89-78-1, 1490-04-6, 8006-90-4, 68606-97-3, 84696-51-5, 8008-79-5 პროპილენგლიკოლიC3H8O2 57-55-6 სორბიტოლიC6H14O6 50-70-4 ტიტანის დიოქსიდიTiO2 13463-67-7, 1317-70-0 |