„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-37/ნ |
|
2019 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
„მუხლი 2
1. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის შესახებ საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) მატარებელი).
2. მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარუდგინოს ცენტრს, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.“.
,,1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში მითითებული ინფორმაციის ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისათვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა (მათ შორის არაზუსტი/არასრული წარდგენა) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.“;
„11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და შესაბამისად, 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|